ანრი ოხანაშვილი: პიარკამპანიების დაგეგმვით სააკაშვილის კრიმინალური წარსული ვერ გაქარწყლდება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის შეწყალების მიზნით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ხელმოწერების შეგროვების კამპანიას გამოეხმაურა.
„ავტობუსით სიარული იმ ჩადენილ დანაშაულებს ვერ გააქარწყლებს, რაზეც პასუხისმგებელია პატიმარი სააკაშვილი. ამ პირის მიერ იმ ისტორიულ მძიმე ქმედებებს ვერავითარი კამპანია ვერ გაათეთრებს, რითაც მან სტრასბურგის სასამართლო გააოცა. შესაბამისად, ავტობუსებით და პიარკამპანიების დაგეგმვით კრიმინალური წარსული ვერ გაქარწყლდება. რა თქმა უნდა, ეს სალომე ზურაბიშვილისთვის ნიადაგის შემზადებაა, რომ მას სივრცე ჰქონდეს, ხელი გაიშვიროს სხვისკენ იმ ქმედებისთვის, რაც შეიძლება, თავად განახორციელოს“, – განაცხადა ოხანაშვილმა.