არჩილ თალაკვაძე: 2024 წლის არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, როგორც კანონმდებლობაში ჩავწერეთ
“2024 წლის არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, როგორც კანონმდებლობაში ჩავწერეთ, აქედან არანაირი გადახვევა და ცვლილება არ ხდება, ამიტომ უნდა დავსვათ წერტილი”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის “ წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საარჩევნო კამპანიის შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია ექნება.
„რაც შეეხება ოპოზიციის კომენტარებს, როდესაც პროპორციულ სისტემაზე გადავდიოდით, ოპოზიციის ყველა პარტია საუბრობდა, რომ საარჩევნო კამპანიის ჩატარებისას აუცილებელი იქნება საკითხის გათვალისწინება, რომ პარტიებმა თავისი ლიდერები, რომლებიც ეყოლებათ პროპორციულ სიაში, საქართველოს მასშტაბით გაანაწილონ და ჩართონ საარჩევნო კამპანიაში ისე, რომ ადგილზე მოქალაქეებმა იცოდნენ, ვინ ატარებს კამპანიას და პარტიებმაც იცოდნენ, ვინ არის კონკრეტულ საარჩევნო ოლქში კამპანიის ხელმძღვანელი მათი სიიდან. შესაბამისად, რაზეც ისედაც იყო საუბარი და რასაც ისედაც აპირებდა უკლებლივ ყველა სერიოზული პოლიტიკური პარტია, ვინც სიის სრულად შევსებას და წარდგენას აპირებს, ეს ყველაფერი „ქართულმა ოცნებამ“, როგორც პასუხისმგებლიანმა პოლიტიკურმა ძალამ გადავიტანეთ ფურცელზე. არ გვინდა, რომ საზოგადოება ვინმემ დააბნიოს და გვსურს, რომ რაც საარჩევნო კამპანიაში მოხდება, ჩვენმა საზოგადოებამ იცოდეს“, – განაცხადა თალაკვაძემ.