რატი იონათამიშვილი: ავტორიტეტული საერთაშორისო კვლევები ადასტურებს, რომ ქართული სასამართლო არის ევროპული სტანდარტის სასამართლო
მმართველი გუნდის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, ავტორიტეტული საერთაშორისო კვლევები ადასტურებს, რომ ქართული სასამართლო არის ევროპული სტანდარტის სასამართლო.
მისივე თქმით, “ვეტინგის” სისტემაზე ისინი საუბრობენ, ვისაც არაგამჭვირვალე დაფინანსება აქვთ.
“სანდო, ავტორიტეტული და ობიექტური საერთაშორისო კვლევები ადასტურებს, რომ ქართული სასამართლო არის ევროპული სტანდარტის სასამართლო და ის უსწრებს, როგორც ევროკავშირის ცალკეულ ქვეყნებს, ასევე, ნატოს ქვეყნებსაც. ყველაფერ ამის ფონზე, “ვეტინგზე”, კეთილსინდისიერების შემოწმებაზე საუბრობენ ის ადამიანები, რომელთაც საკმაოდ ბუნდოვანი და არაგამჭვირვალე დაფინანსება აქვთ. ცხადი ხდება, რომ მათი ინტერესი ჩვენი სასამართლოს დამოუკიდებლობა და განვითარება კი არ არის, არამედ, მისი დამორჩილებაა მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ მზაკვრული გეგმები განახორციელონ”, – განაცხადა იონათამიშვილმა.