პრემიერმინისტრმა 1915 წელს დაღუპულ სომეხთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი გვირგვინით შეამკო
საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 1915 წელს დაღუპულ სომეხთა ხსოვნას პატივი მიაგო.
სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის მეთაური, დელეგაციის წევრებთან ერთად, მემორიალურ კომპლექს „წიწერნაკაბერდში” იმყოფებოდა, სადაც დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი გვირგვინით შეამკო.