მოსკოვის ბავშვთა ომბუდსმენის, ოლგა იაროსლავსკაიას განცხადებით, Crocus City Hall-ში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაშავებულებს შორის არიან ბავშვებიც.
ამ ეტაპზე დაშავებული ბავშვების ზუსტი რაოდენობა უცნობია.
„საშინელი ტრაგედია. ბავშვები დაშავდნენ“, – დაწერა ომბუდსმენმა თავის „ტელეგრამის“ არხზე.
ამასთან, სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა, ნინა ოსტანინამ განაცხადა, რომ საკონცერტო დარბაზში თავდასხმისას ბავშვები არა მხოლოდ დაშავდნენ, არამედ დაიღუპნენ.
მანვე განმარტა, რომ დღეს იქ რუსულენოვანი ცეკვის ჩემპიონატი იმართებოდა.