„ეს არის პუტინის სპეცსამსახურების მიზანმიმართული პროვოკაცია“ – უკრაინის დაზვერვა მოსკოვში თავდასხმაზე

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამმართველოში აცხადებენ, რომ მოსკოვის ცენტრში მიმდინარე ტერაქტი პუტინის რეჟიმის მიზანმიმართული პროვოკაციაა, რის შესახებაც საერთაშორისო საზოგადოებამ გააფრთხილა.

„ეს არის პუტინის სპეცსამსახურების მიზანმიმართული პროვოკაცია, რის შესახებაც გააფრთხილა საერთაშორისო საზოგადოება. კრემლის ტირანმა თავისი კარიერა ამით დაიწყო და სურს დაასრულოს იგივე დანაშაულებით საკუთარი მოქალაქეების მიმართ“, – აღნიშნა უკრაინის სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა, ანდრეი იუსოვმა.

შეგახსენებთ, რომ უცნობი შეიარაღებული პირები მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში, საკონცერტო დარბაზში შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს. შენობიდან ადამიანების ევაკუაციის პროცესი ამ დრომდე გრძელდება. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა მომხდარ ფაქტზე გამოძიება ტერორისტული აქტის მუხლით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები