„სიკვდილი სიკვდილის წილ“ – მედვედევი მოსკოვში მომხდარ თავდასხმაზე

რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი მოსკოვში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

„ტერაქტის დროს დაღუპულთა ოჯახებს გულწრფელად თანავუგრძნობ. დაზარალებულთა ოჯახებს სულიერ სიძლიერეს ვუსურვებ.

ტერორისტებს მხოლოდ საპასუხო დარტყმა ესმით. სასამართლო და გამოძიება არ დაგვეხმარება თუ ძალადობას ძალადობითვე არ დავუპირისპირდით, ხოლო სიკვდილს – ტერორისტების ტოტალური დასჯით და მათი ოჯახების რეპრესიებით.

თუ დადასტურდება, რომ ეს კიევის რეჟიმის ტერორისტებმა ჩაიდინეს, მაშინ მათთან და მათ იდეოლოგებთან სხვანაირად მოქცევა არ შეიძლება“, – აცხადებს მედვედევი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები