მოსკოვში, Crocus City Hall-ში მომხდარი სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა, დაშავებულია 100-ზე მეტი ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ უცნობი შეიარაღებული პირები მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში, საკონცერტო დარბაზში შეიჭრნენ და ავტომატებიდან ცეცხლი გახსნეს.
თავდამსხმელებმა ასევე ააფეთქეს ხელყუმბარა, რის გამოც შენობაში ხანძარი გაჩნდა. შენობიდან ადამიანების ევაკუაციის პროცესი ამ დრომდე გრძელდება.