მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში „კროკუს სიტი ჰოლის“ საკონცერტო დარბაზში უცნობმა პირებმა ცეცხლი გახსნეს.
რუსული მედიის ინფორმაციით, სროლის შედეგად დაღუპულია სულ მცირე 12 ადამიანი და დაშავებულია ათობით მოქალაქე.
თვითმხილველების თქმით, თავდასხმა იმ დროს მოხდა, როდესაც ჯგუფ „პიკნიკის“ კონცერტი მიმდინარეობდა. ამასთან, მათივე ცნობით, თავდამსხმელებმა ასევე ააფეთქეს ხელყუმბარა, რის გამოც შენობაში ხანძარი გაჩნდა.