შალვა პაპუაშვილი – ოჩამჩირის სამხედრო ბაზაზე: მთავარი პრობლემა არის ოკუპაცია და მისი დასრულება არის უპირველესი ამოცანა

მთავარი პრობლემა არის არა სამხედრო ბაზა და სხვადასხვა აღჭურვილობა, არამედ მთავარი პრობლემა არის ოკუპაცია და მისი დასრულება არის უპირველესი ამოცანა. ოკუპაციის დასრულებასთან ერთად ეს საფრთხეებიც დასრულდება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს ოჩამჩირის სამხედრო ბაზაზე საუბრისას განუცხადა.

კერძოდ, მან ისაუბრა, რამდენად საფრთხის შემცველი იქნება ოჩამჩირის სამხედრო ბაზაზე ქვეყნისთვის სამომავლოდ.

„საფრთხეები არის და, უპირველეს ყოვლისა, ეს საფრთხეები განპირობებულია ოკუპაციით – ეს ბაზა არის დამატებით ერთ-ერთი ინსტრუმენტი, თუმცა, მთავარი პრობლემაა ოკუპაცია. ხარისხობრივად საფრთხე, რომელიც ოკუპაციიდან მოდის, დიდ სხვაობას არ იძლევა, იმიტომ რომ ოკუპაციიდან გამომდინარე საფრთხე არსებობს. ამიტომ, მთავარი პრობლემა აქ არის არა ბაზასა და სხვადასხვა აღჭურვილობაში, არამედ მთავარი პრობლემა არის ოკუპაციაში და მისი დასრულება არის უპირველესი ამოცანა. ოკუპაციის დასრულებასთან ერთად ეს საფრთხეებიც დასრულდება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები