ირაკლი კობახიძე: ვზეიმობთ წარმოუდგენელ წარმატებას, ეს არის სპორტკომპლექსის გახსნა და UFC-ის ქამარი რუსთავში

დღეს გვაქვს გამორჩეული დღე სხვადასხვა თვალსაზრისით და, პირველ ყოვლისა, იმით, რომ ვზეიმობთ წარმოუდგენელ წარმატებას, ეს არის სპორტკომპლექსის გახსნა და UFC-ის ქამარი რუსთავში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ რუსთავში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც წვლილი შეიტანა მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობაში, მათ შორის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძეს, აზიის განვითარების ბანკს, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, რეგიონის გუბერნატორს და ქალაქ რუსთავის მერს, დეპუტატებს.

„კიდევ ერთხელ მინდა, მოგესალმოთ რუსთაველებს, მოგილოცოთ დღევანდელი დღე. კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ დღეს გვაქვს გამორჩეული დღე სხვადასხვა თვალსაზრისით და პირველ რიგში იმით, რომ ვზეიმობთ წარმოუდგენელ წარმატებას, ეს არის სპორტკომპლექსის გახსნა და UFC-ის ქამარი რუსთავში. ილია თოფურია არის რუსთაველების ნიჭიერების განსაკუთრებული მაგალითი, მაგალითი იმისა, თუ რამდენი რამის გაკეთება შეუძლია ქართველ კაცს თავისი ქვეყნისთვის. მადლობა ილია თოფურიას მისი პატრიოტიზმისა და იმ დიდი წარმატებისთვის, რომელიც ჩვენს ქვეყანას მოუტანა,”- განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები