ირაკლი ქადაგიშვილი – რომან გოცირიძეს: დაანებეთ ამ ქვეყანას თავი, ქვეყნის მტრობას შეეშვი
პარლამენტში შს მინისტრის მოსმენის დროს სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. დაპირისპირება უმრავლესობის დეპუტატებსა და ოპოზიციონერ რომან გოცირიძეს შორის მოხდა.
უმრავლესობის დეპუტატების გაღიზიანება გოცირიძის მინისტრის მიმართ დასმულ კითხვას მოჰყვა.
გოცირიძე დაინტერესდა კატარიდან საფრენი აპარატების შემოტანის საკითხით და მინისტრს კითხვით მიმართა – რა ტიპის საფრენი აპარატებია შემოსული და აქვე გამოთქვა ეჭვი, ხომ არ ხდება რუსეთში საქართველოს გზით სანქცირებული პროდუქციის შეტანა.
„დაანებეთ ამ ქვეყანას თავი. ქვეყნის მტრობას შეეშვი!“ – მიმართა გოცირიძეს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა.
„საზღვარი აქვს ყველაფერს. ხმა ჩაიგდე, შე მოღალატე! თქვი, რომ ხარ აგენტი!“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა გოცირიძის მისამართით.