გივი მიქანაძე: ანტიპროპაგანდისტული კანონპროექტი ადამიანის უფლებების სადარაჯოზე დგას

მმართველი გუნდის წევრის, გივი მიქანაძის განცხადებით, ანტიპროპაგანდისტული კანონპროექტი ადამიანის უფლებების სადარაჯოზე დგას და ის საზოგადოების უდიდეს ნაწილს იცავს იმ თავსმოხვეული პროპაგანდისგან, რომელიც საზოგადოებისთვის მიუღებელია.

„ოპოზიცია შეეცადა, რომ გარკვეულწილად ისრები ადამიანის უფლებების კონტექსტში გადაეტანა იმისთვის, რათა რაღაც ფორმით ამ მძიმე მდგომარეობიდან გამოსულიყო. მაგრამ არ გამოუვიდათ იმიტომ, რომ ეს კანონპროექტი პირდაპირ ჭრილში პასუხობს ადამიანის უფლებების უმაღლეს სტანდარტს და პირიქით, სწორედ ადამიანის უფლებების სადარაჯოზე დგას, როდესაც საზოგადოების უდიდეს ნაწილს იცავს იმ თავსმოხვეული პროპაგანდისგან, რომელიც ჩვენი საზოგადოებისთვის მიუღებელია“, – აღნიშნა მიქანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები