გურამ მაჭარაშვილი: მე პირდაპირ ვეუბნები რადიკალურ ოპოზიციას, თუ ისინი არ ეწინააღმდეგებიან ლგბტ პროპაგანდას, ესე იგი, ამ პროპაგანდის მომხრეები არიან
„მე პირდაპირ ვეუბნები რადიკალურ ოპოზიციას, თუ ისინი არ ეწინააღმდეგებიან ლგბტ პროპაგანდას, ესე იგი, ამ პროპაგანდის მომხრეები არიან”,- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციამ ყველაფერი უნდა თქვას.
“მაშინ ჩვენ ვიტყვით, რომ ეს ხალხი, მათ შორის, არის მზად, მიიღოს მონაწილეობა ლგბტ აღლუმში. ეს ყველაფერი თქვან, რატომ რცხვენიათ? მომხრე არიან თუ არა, რომ საქართველოში „გეი პარადები“ ჩატარდეს – ბავშვების, დიდების, დროშები დაიჭირონ ხელში „გეი პარადების“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.