იაგო ხვიჩია: მე ვერანაირ პრობლემას ვხედავ იმაში, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსები იყოს გამჭვირვალე
მე ვერანაირ პრობლემას ვხედავ იმაში, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსებიც იყოს გამჭვირვალე და ასეთიც მგონია რატომღაც, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
აღნიშნული კომენტარით, ოპოზიციონერი დეპუტატი მმართველი გუნდის მიერ ამერიკული და ევროპული არასამთავრობო ორგანიზაციებისგან საქართველოში დახარჯული თანხების გამჭვირვალობის მოთხოვნის საკითხს გამოეხმაურა.
„იმისთვის, რომ საკუთარ შემოსავლებზე არ ილაპარაკონ „ქართული ოცნების“ წევრებმა, იოლი გამოსავალი აქვთ, რომ გადააგდონ ბურთი პირობითაც ოპოზიციური პარტიების, ან არასამთავრობო ორგანიზაციების მოედანზე. მე ვერანაირ პრობლემას ვხედავ იმაში, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსებიც იყოს გამჭვირვალე და ასეთიც მგონია რატომღაც“, – განაცხადა ხვიჩიამ.
ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მოუწოდა „დემოკრატიის ეროვნული ფონდისა“ და „დემოკრატიის ევროპული ფონდის“ ხელმძღვანელებს, რომ პატივი სცენ ქართულ სახელმწიფოს და დეტალურად გამოაქვეყნონ მათ მიერ გაცემული გრანტების ჩამონათვალი.