ვახტანგ გომელაური: საქართველო ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გასული წლის ანგარიშის მიხედვით შეფასების უმაღლეს საფეხურზეა და კვლავ ინარჩუნებს ადგილს პირველ კალათაში

კიდევ ერთი ფაქტი, რომელიც ქართველი სამართალდამცავების წარმატებით
მუშაობას ასახავს, არის ტრეფიკინგის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების
სახელმწიფო დეპარტამენტის გასული წლის ანგარიში, რომლის თანახმად,
ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ სახელმწიფოების მიერ განხორციელებული
ღონისძიებების მიხედვით, 2023 წელსაც საქართველო მსოფლიოს მასშტაბით
უმაღლეს საფეხურზე – პირველ კალათაში იკავებს ადგილს, – ამის შესახებ
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის
საათის“ ფორმატში მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

„მიმდინარე საანგარიშო პერიოდში, ტრეფიკინგის დანაშაულის ჩადენისთვის ბრალი
წარედგინა 15 პირს; პოლიციამ „ქურდული სამყაროს“ წევრობის, მხარდაჭერისა და
„კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა
დაიწყო 71 პირის მიმართ; 4 სისხლის სამართლის დანაშაულზე პასუხისგებაში
მიცემულია 3 „კანონიერი ქურდი“; ნარკოტიკული საშუალების გასაღებისთვის
პასუხისგებაში მიცემულია 284 პირი; კიბერდანაშაულისთვის
სისხლისსამართლებრივი დევნა 200 პირზე დაიწყო“, – განაცხადა ვახტანგ
გომელაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები