მამუკა მდინარაძე: არცერთი კომისიის არცერთ დასკვნას არ გავითვალისწინებთ, რაც საქართველოს, მისი დემოკრატიული განვითარების, სუვერენიტეტის წინააღმდეგ იქნება მიმართული
ვენეციის კომისიის და არცერთი კომისიის არცერთ დასკვნას არ გავითვალისწინებთ, რაც საქართველოს, მისი დემოკრატიული განვითარების, სუვერენიტეტის წინააღმდეგ იქნება მიმართული, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვა მიმდინარეობს.
მისი თქმით, პარლამენტის დარბაზში სხედან ადამიანები, რომლებიც საქართველოს ეროვნული მოძრაობის რიგებში იყვნენ და სუვერენიტეტისთვის იბრძოდნენ.
„ამ ხალხმა იმისთვის კი არ იბრძოლა, რომ ვინმემ თითი დაგვიტკაცუნოს და გავაკეთოთ, არამედ იმისთვის, რომ აქამდე მოვსულიყავით და მოვედით. ჩვენ ყველას ვეუბნებით: თანასწორად, პარტნიორულად, მეგობრულად ველაპარაკოთ ერთმანეთს და რაც არ არის თქვენთან, იმას ჩვენ ნუ დაგვაძალებთ. ეს არის სწორი, ეროვნული და სამართლებრივადაც საუკეთესო ევროპული პრაქტიკის შესატყვისი მოქმედება, რასაც ახლა ვაკეთებთ. ჩვენ მივიღეთ კანონი, რომელსაც თაღლითი პარტიის წარმომადგენლებს, მაგალითად, ანა ნაცვლიშვილს, ახლა რომ იცავს, თავის დროზე ხმა არ მიუცია. ანუ ახლა რასაც იცავს, ხმა არ აქვს მიცემული. მეორე: თაღლითებს, „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებს დაევალა, რომ რამენაირად ცესკო უნდა ჩაიგდონ ხელში, რადგან მოცემულობამ, მიღებულმა კანონმდებლობამ მისცა საშუალება, რომ მოადგილე ყოფილიყო მათი პოლიტსაბჭოს წევრი „ლელოს“ წარმომადგენელი ანა ნაცვლიშვილი იძახდა, პოლიტსაბჭოში მინისტრები გყავთო. ეს ეგონა, რომ ცუდი რაღაც იყო. ეს რომ გაუკვირდა, მოადგილე – პოლიტსაბჭოს წევრი უნდა ყოფილიყო ცესკოს თავმჯდომარე. ეს კარგიაო, ამბობს “, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებების პასუხად.