ინკლუზიური სახელოვნებო პროექტების ხელშეწყობის მიზნით, კულტურის სამინისტრომ კონკურსი გამოაცხადა

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი – „ინკლუზიური სახელოვნებო პროექტების ხელშეწყობა“.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ხელმისაწვდომი ინკლუზიური სახელოვნებო პროექტების ხელშეწყობა; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა შემოქმედებითი უნარების განვითარება/წარმოჩენა და კულტურულ ცხოვრებაში მონაწილეობის მისაღებად მათთვის თანაბარი პირობების შექმნა; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ბრაილის შრიფტით შექმნილი ქართული მხატვრული ლიტერატურის ნიმუშების გამოცემის ხელშეწყობა; ონლაინპლატფორმების გამოყენებით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის კულტურის ხელმისაწვდომობის ზრდა.
„კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს. საკონკურსოდ ნებადართულია მხოლოდ ერთი პროექტის წარდგენა.
საკონკურსო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე, ხოლო უცხოენოვანი დოკუმენტაციის არსებობის შემთხვევაში აუცილებელია ქართული თარგმანი. ქართულ ენაზე თარგმნილი დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს სანოტარო წესით (გარდა ინგლისური, ფრანგული, გერმანული და რუსული ენებიდან თარგმანისა).
კონკურსისათვის სამინისტრომ გამოყო 120 000 ლარი.
კონკურსში მონაწილეობისთვის რეგისტრირებულ პროექტს განიხილავს და შეაფასებს მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული საკონკურსო კომისია.
ინფორმაციისთვის: 2023 წელს კონკურსის – „ინკლუზიური სახელოვნებო პროექტების ხელშეწყობა“ – ბიუჯეტი იყო 120 000 ლარი. სამინისტროში შემოსული 22 საკონკურსო განაცხადიდან დაფინანსდა რვა პროექტი. 2022 წელს კონკურსის ბიუჯეტი იყო 120 000 ლარი. სამინისტროში შემოსული 14 საკონკურსო განაცხადიდან დაფინანსდა ხუთი პროექტი. 2021 წელს კონკურსისთვის გამოიყო 97 055 ლარი. სამინისტროს 20-მა განმცხადებელმა მომართა და დაფინანსდა ოთხი პროექტი.
საკონკურსო განაცხადები მიიღება 2024 წლის 19 მარტიდან 2024 წლის 28 მარტის 12:00 საათამდე სამინისტროში, მისამართზე: თბილისი, სანაპიროს ქ. N4, ნაბეჭდი სახით, ან სამინისტროს ოფიციალური ელექტრონული ფოსტით – info@culture.gov.ge, ელექტრონული დოკუმენტის სახით, რომელიც იქნება უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი, ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) და დასკანერებული.
კონსულტაციების მიღება შესაძლებელია სამინისტროს „ცხელი ხაზის“ საშუალებით, ტელ.: №032 2 022229, №577 470 691, სამუშაო საათების განმავლობაში (09:00-18:00).
ინფორმაცია კონკურსში გამარჯვებული პროექტების შესახებ გამოქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე არაუგვიანეს 2024 წლის 10 აპრილისა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 3 ივნისის N7864 ბრძანება „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობის პირობებისა და დაფინანსების წესის შესახებ“ და ფორმულარები იხილეთ ბმულებზე:
დაფინანსების წესი – https://cutt.ly/RwM9pRNu
ფორმულარები – https://cutt.ly/bwM9aEls
საკონკურსო პირობები – https://cutt.ly/2w2YFHQX

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები