მამუკა მდინარაძე: ამერიკელი გადასახადის გადამხდელის ფული სად მიდის, არ ვიცით და ეს რომ არ გვცოდნოდა, ამიტომ მოატყუეს ახალგაზრდების გარკვეული ნაწილი, რომელიც ქუჩაში იდგა შარშან, მარტის დღეებში

ჩვენ, რეალურად, ამერიკელი ხალხის, ამერიკელი გადასახადის გადამხდელის ფული სად მიდის, არ ვიცით. ეს რომ გვცოდნოდა, ამიტომ მოატყუეს ახალგაზრდების გარკვეული ნაწილი, რომელიც ქუჩაში იდგა შარშან, მარტის დღეებში, ამიტომ დაარქვეს “რუსული კანონი” რომ არ ვიცით, სად მიდის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, არა მხოლოდ ამერიკის, არამედ საქართველოს მოქალაქეებმაც არ იციან, რა ფინანსდება აღნიშნული ფულით, რაც შემთხვევითი არ არის.

„შარშან რომ აპროტესტებდნენ და დაკომპლექსებული იყო ხალხი ირგვლივ, მათ შორის, გულწრფელად ვთქვათ – ჩვენი მომხრეებიც, დღემდე იმ ხალხმა, ვინმემ გაიგო ის ფული სად მიდის, რა ფინანსდება იმ ფულით? ამერიკელმა გადამხდელმა კი არა, ქართველმა ამომრჩეველმა, საქართველოს რომელიმე მოქალაქემ ცოტა დაზუსტებულად მაინც იცის სად მიდის ეს ფული? – არავინ იცის ეს ყველაფერი. ეს შემთხვევითი არ არის, იმიტომ რომ, რაში სჭირდება ვიღაცას იმის გახმოვანება, რომ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ სემინარს კი არა, აფინანსებს ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ჯერ დაუწერელ კანონს როგორ გააპროტესტებენ. ჩვენ, დეკლარაციაში ლარი და 20 თეთრი რომ შეგვეშალოს, მართლა მოხდა ეს – 1000 ლარით გვაჯარიმებენ და მერე კიდევ რაღაცა თუ დაემატა, პროკურატურაში იგზავნება საქმე, ლარზე და ორ ლარზეა ლაპარაკი და მილიონობით დოლარი რაღაცაში იხარჯება, კაციშვილმა არ ვიცით რაში იხარჯება და ამაზე თურმე, ხმა არ უნდა ამოგვეღო და „რუსული კანონი“ დაგვიწერია თურმე შარშან. აი ამ პარადოქსულ შეუთავსებლობასთან გვაქვს საქმე, როცა ფინანსები ერთი მხრივ, აბსოლუტურად გაუმჭვირვალეა, რა პარტიაში მიდის, რა “ენჯეოში” მიდის, რა ფინანსდება, რა ანტიეროვნულია, რა ანტიქართულია, რა მართლა ხმარდება რეალურ საქმეს.“ – აღნიშნა მდინარაძემ.

მისივე განცხადებით, აშშ-დან გამოყოფილი თანხებით ბევრი კარგი წამოწყებაც ფინანსდება, ამიტომ არის მნიშვნელოვანი, საქართველოს მოსახლეობამ იცოდეს, დონორები რას აფინანსებენ.

მდინარაძის განმარტებით, გამჭვირვალეობის შესახებ კანონის მიღება „ენჯეოებს“ სწორედ იმიტომ არ სურთ, რომ გარკვეული თანხა ლგბტ პროპაგანდის დაფინანსებას ხმარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები