რატი იონათამიშვილი: ცრუ ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს, ჩვენი ხელისუფლება არ გამოეხმაურა ოკუპირებულ ტერიტორიებზე საარჩევნო უბნების გახსნას

მმართველი გუნდის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, მტკნარი სიცრუეა ინფორმაცია, რომ თითქოს, საქართველოს ხელისუფლება ოკუპირებულ ტერიტორიებზე საარჩევნო უბნების გახსნას არ გამოეხმაურა.

მისივე თქმით, აღნიშნულს ქვეყნის საგარეო უწყება და უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე გამოეხმაურნენ.

“ცრუ ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს, ჩვენი ხელისუფლება არ გამოეხმაურა ოკუპირებულ ტერიტორიებზე საარჩევნო უბნების გახსნას. ეს არის მტკნარი სიცრუე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მყისიერად გაავრცელა განცხადება, დაგმო ეს ფაქტი და მოუწოდა საერთაშორისო პარტნიორებს შეფასებისთვის. გუშინ იყო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის ბრიფინგი, რომელმაც ჩვენი ერთობლივი პოზიცია გაავრცელა. ფაქტობრივად, ჩვენი გუნდიდან წევრი არ დარჩენილა, ვინც ოკუპაციის გაგრძელება საკადრისად არ შეაფასა, ამ პირობებში რას ემსახურება იმის თქმა, რომ, თითქოს, ჩვენგან განცხადებები არ მოუსმენია, ეს საზოგადოებამ შეაფასოს”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები