მამუკა მდინარაძე – თინა ბოკუჩავას განცხადებაზე: დეზინფორმაციის ხარისხი ნახეთ? – მათ აღარავინ უჯერებს, ამ სიგიჟეში არავინ მიჰყვება

“ესენი უბრალოდ ითვლიან ქვეყნიდან გამსვლელების რაოდენობას და არავინ არ შემოსულა თურმე უკან”,- ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე  “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებას, რომლის მიხედვითაც, 2012 წლიდან საქართველოდან წავიდა საქართველოს 800 ათასი მოქალაქე და მხოლოდ 2022 წელს საქართველოს 30 ათასმა მოქალაქემ მოითხოვა თავშესაფარი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში.

მდინარაძის თქმით, ოპოზიციას უნდა ხალხი სიგიჟეში აცხოვროს.

„დეზინფორმაციის ხარისხი ნახეთ? 800 000-მა ადამიანმა დატოვა ქვეყანა – დეზინფორმაციის რა ხარისხთან გვაქვს საქმე წარმოიდგინეთ. თინა ბოკუჩავა პარლამენტში კი არ არის, გეჩვენებათ, გასულია. იმ 800 000-ში თვითონაც ითვლება. ანუ, შემოსვლას აღარ ითვლიან. ანუ, თუ მისი განცხადება მართალია, ის აქ არ არის. უცხოეთიდან აკეთებს ამ განცხადებას. ამ დეზინფორმაციის ხარისხთან გვაქვს საქმე და ამ სიგიჟეს აჯერებენ ხალხს. თავის მიერ გამოგონილ სიგიჟეში აცხოვრებენ ადამიანებს, ასე ჰგონიათ, მაგრამ უკვე მათ აღარავინ უჯერებს, ამ სიგიჟეში არავინ არ მიჰყვება, იმიტომ რომ 800 000 ადამიანი რომ გავიდა 800 000 შემოვიდა და შეიძლება მეტი ან ნაკლები, რამდენიმე ათეული, ასეული ან ათასეული ადამიანი. ასეთი უარყოფითი სალდო ჩვენ არ გვაქვს. 2022 წლის ბოლოს 50 000 იყო უარყოფითი სალდო, ანუ, 5-ჯერ ნაკლები. ესენი უბრალოდ ითვლიან გამსვლელების რაოდენობას და არავინ არ შემოსულა უკან თურმე. თქვენ აქ არ ხართ, თვითონ აქ არ არის”, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები