მაკა ბოჭორიშვილი: იმ დროისთვის, როდესაც დღის წესრიგში დადგება ევროკავშირის შემდგომი გაფართოება, საქართველო იქნება ყველაზე უფრო მზად ევროკავშირის წევრობისთვის

მმართველი გუნდის წევრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, იმ დროისთვის, როდესაც დღის წესრიგში დადგება ევროკავშირის შემდგომი გაფართოება, საქართველო იქნება ყველაზე უფრო მზად ევროკავშირის წევრობისთვის.

მისივე თქმით, მზადყოფნა გულისხმობს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დაჩქარებას და საქართველოს მოქალაქეებისთვის უკეთესი პირობების შექმნას.

„იმ დროისთვის, როდესაც დღის წესრიგში დადგება ევროკავშირის შემდგომი გაფართოება, საქართველო იქნება ყველაზე უფრო მზად ევროკავშირის წევრობისთვის, რაც გულისხმობს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დაჩქარებას და საქართველოს მოქალაქეებისთვის უკეთესი პირობების შექმნას.

ევროკავშირის მომზადება დღეს გულისხმობს იმას, რომ საუბარი მიმდინარეობს ევროკავშირის რეფორმაზე, თუ როგორ გადაწყვეტენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები, როგორ უნდა იმოქმედოს თუ იფუნქციონიროს ევროკავშირმა შემდეგი გაფართოების შემდეგ. ეს არის დისკუსიის საგანი და იმედი მაქვს, რომ ეს დისკუსიაც მომავალში სწრაფად მივა გარკვეულ დასკვნებამდე და ევროკავშირის წევრი ქვეყნები შეძლებენ კონკრეტული თარიღების დასახელებას“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები