ბელგოროდის რეგიონიდან 9 ათასამდე ბავშვის ევაკუაცია მოხდება

უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან დაბომბვის გამო, ბელგოროდის რეგიონიდან 9 ათასამდე ბავშვის ევაკუაცია მოხდება.

ამის შესახებ გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა.

​მისი თქმით, სხვა რეგიონში ბავშვების გაყვანა ბელგოროდიდან, ბელგოროდის რაიონიდან, შებეკინსკის ოლქიდან, გრაივორონსკის რაიონიდან მოხდება.

გუბერნატორის თქმით,  22 მარტს 1,2 ათასი ბავშვი გაემგზავრება პენზაში, ტამბოვში, კალუგასა და სტავროპოლის მხარეში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები