“ომი შესაძლოა, კვირის ბოლომდე დაიწყოს” – ფაშინიანი

სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ერევანი აზერბაიჯანისთვის რამდენიმე სასაზღვრო სოფლის გადაცემის შესახებ ბაქოს მოთხოვნებს არ შეასრულებს, მაშინ ომი დაიწყება.

ამის შესახებ მან სასაზღვრო სოფლების მცხოვრებლებთან შეხვედრაზე თქვა.

„ჩვენი ამოცანაა, გვქონდეს საზღვარი, რომელიც საერთაშორისო თვალსაზრისით და დე იურე გახდება ბარიერი, ამ საზღვარზე სროლა მიუღებელი იქნება. ჩვენ დავაგებთ გზებს, სასაზღვრო სოფლების მცხოვრებლებს ყველაფრით უზრუნველვყოფთ. სადაც საჭირო იქნება დამატებით კომპენსაციას გადავიხდით, მაგრამ მე მინდა აღვწერო სხვა სცენარი. შეგვიძლია აქედან გავიდეთ, წავიდეთ და ვთქვათ: არ იქნება ეს, ეს და ეს. და ეს ნიშნავს, რომ კვირის ბოლომდე ომი დაიწყება”, – განაცხადა ფაშინიანმა.

მან აღნიშნა, რომ ისიც იცის, რით დასრულდება ეს ომი – სოფლის მოსახლეობა მას ერევანში რესპუბლიკის მოედანზე დახვდება და გაკიცხავს იმის გამო, რომ ინფორმაციის ფლობის დროს უმოქმედოდ იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები