მედია: სომხეთში Мир-ის ბარათებს აღარ მიიღებენ

სომხეთის ბანკების დიდი ნაწილის ბანკომატებსა და POS ტერმინალებში რუსული გადახდის სისტემა Мир-ის ბარათები მუშაობას 30 მარტიდან შეწყვეტენ.

გამონაკლისი იქნება VTB Armenia Bank-ი.

ამის შესახებ RBC-ს სომხეთში “ვითიბი ბანკის” წარმომადგენელმა უთხრა.

„30 მარტიდან მომხმარებლები ვეღარ შეძლებენ უნაღდო ანგარიშსწორებას POS ტერმინალებზე და ნაღდი ფულის გატანას რესპუბლიკის სხვა ბანკების ბანკომატებიდან. ეს არანაირ გავლენას არ მოახდენს ვითიბი (სომხეთი) ბარათების მუშაობაზე“, – განაცხადა მან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები