ირაკლი კობახიძე: ვეტოს დაძლევას ალტერნატივა არ აქვს

საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტის მიერ საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე დადებული ვეტოს დაძლევას ალტერნატივა არ აქვს.

მისი თქმით, ცესკო არ შეიძლება, ჩიხში დარჩეს.

“რაც შეეხება ცესკოს საკითხს, აქ ძალიან მარტივად არის საქმე – დღეს არის ერთგვარი ჩიხი შექმნილი ცესკოში, რადგან წელიწად-ნახევრის წინ არიან არჩეული 6 თვის ვადით ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე და 2 წევრი. ეს არის ერთგვარი ჩიხური მდგომარეობა. ის კანონპროექტი, რომელიც მიიღო პარლამენტმა თავის დროზე, მე, როგორც პარლამენტის წევრი, ჩართული ვიყავი ამ კანონპროექტის შემუშავებაში, ითვალისწინებს ჩიხიდან გამოსვლას. ცესკო არ შეიძლება დარჩეს ჩიხში. სალომე ზურაბიშვილსა და რადიკალური ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებს უნდათ, რომ ცესკო დარჩეს ჩიხში. რა თქმა უნდა, საპარლამენტო უმრავლესობას ვერ ექნება ეს სურვილი. აქედან გამომდინარე, ვეტოს დაძლევას ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ ვერ დავტოვებთ ცესკოს ჩიხურ მდგომარეობაში. ეს აბსოლუტურად მიუღებელია იმისთვის, რომ შესრულდეს ევროკავშირის 9 პუნქტიდან ერთ-ერთი, რომელიც უკავშირდება საქართველოში თავისუფალი, სამართლიანი, გამართული არჩევნების ჩატარებას. აუცილებელია ამ ვეტოს დაძლევა“, – აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები