დავით მათიკაშვილი – ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტზე: ოპოზიცია და „თბილისი პრაიდი“ ერთ ხმაში მოქმედებენ

” ოპოზიცია და „თბილისი პრაიდი“ ერთ ხმაში მოქმედებენ”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციას და „თბილისი პრაიდს“ სურთ, საზოგადოების მღელვარება გამოიწვიონ ტყუილებით, თითქოს კანონპროექტი არის არა ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ, არამედ საქართველოს ევროპული არჩევანის წინააღმდეგ.

„ოპოზიცია და „თბილისი პრაიდი“ ერთ ხმაში მოქმედებენ. პირდაპირ რომ ვთქვათ, მათ ეშინიათ საკუთარი პოზიციის გამოხატვის, რადგან სურთ, რომ მას მერე, რაც კანონ-პროექტი დაიდება საზოგადოების მღელვარება გამოიწვიონ ტყუილებით, თითქოს ეს კანონ-პროექტი არის არა ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ, არამედ საქართველოს ევროპული არჩევანის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, მათ ეს არ გამოუვათ“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტს, პარლამენტში მიმდინარე კვირაში წარადგენენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები