შალვა პაპუაშვილი – ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტზე: ოპოზიცია, რამდენიმე „ენჯეო“ და ზოგიერთი დონორი ელოდება მითითებებს და ნახავთ მერე როგორ ალაპარაკდება სინქრონში ყველა, დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები

როგორც ჩანს, ეს არის საერთო პრაქტიკა, რომელიც შეთანხმებულია ოპოზიციას, რამდენიმე „ენჯეოს“ და ზოგიერთ დონორს შორის, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ელოდებიან მითითებებს. როგორც კი ექნებათ მითითებები – რა ხაზით უნდა შეუტიონ ამ საკითხს, ზუსტად ისე მოიქცევიან, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტთან დაკავშირებით განუცხადა.

„ბოლო ორი კვირის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ინიციატივა გამოვთქვით და მოვუწოდეთ პარტიებს, რომ საკუთარი პოზიცია დაეფიქსირებინათ, ვნახეთ, რომ უკეთეს შემთხვევაში გაექცნენ პასუხს, უარეს შემთხვევაში – დადგნენ ზუსტად პროპაგანდის მხარეს. როგორც ჩანს, ეს არის საერთო პრაქტიკა, რომელიც შეთანხმებულია ოპოზიციას, რამდენიმე „ენჯეოს“ და ზოგიერთ დონორს შორის, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ელოდებიან მითითებებს. როგორც კი ექნებათ მითითებები – რა ხაზით უნდა შეუტიონ ამ საკითხს, ზუსტად ისე მოიქცევიან. ნახავთ თქვენ როგორ ალაპარაკდება სინქრონში ყველა და როგორ სინქრონში ექნებათ ერთნაირი არგუმენტები. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტს, პარლამენტში მიმდინარე კვირაში წარადგენენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები