შალვა პაპუაშვილი: რა თქმა უნდა, პრეზიდენტის ვეტოს დავძლევთ
“რა თქმა უნდა, ვეტოს დავძლევთ. უფრო მეტიც, ამ კანონის პაკეტში შედიოდა რეგლამენტში ცვლილება, რომელიც უკვე ერთი თვეა ძალაშია, ვინაიდან რეგლამენტის ცვლილებას ხელს აწერს პარლამენტის თავმჯდომარე და ამ შემთხვევაში ვეტოს უფლება არ ვრცელდება”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან პრეზიდენტის ვეტოზე საუბრისას განაცხადა.
“რა თქმა უნდა, ვეტოს დავძლევთ. უპირველეს ყოვლისა, ითქვა, რომ თითქოს ეს ცვლილება არ უნდა იყოს მიღებული ასე, ვინაიდან ის ეწინააღმდეგება ევროპულ სტანდარტს, რაც არის ტყუილი, ვინაიდან არ არსებობს ევროკავშირის არც ერთი ქვეყანა, რომელიც ასეთი სისტემა იქნებოდა. მეორე – ითქვა, რომ თითქოს ეს ცვლილება არ უნდა იქნეს მიღებული, ვინაიდან ის ეწინააღმდეგება ვენეციის კომისიის დასკვნას. რა თქმა უნდა, ესეც არის ტყუილი, რადგან სალომე ზურაბიშვილის შენიშვნები ასევე არ იზიარებს ნაწილში ვენეციის კომისიის დასკვნას. მესამე – ითქვა, რომ თითქოს ეს ეწინააღმდეგება 9 პუნქტს, რაც არის ასევე ტყუილი. გაიშიფრა საბოლოო ჯამში ოპოზიციური მოადგილე, უნდა გამხდარიყო კომისიის თავმჯდომარე და ვხედავთ ჩვენ იმ წნეხს, რომელიც მიდის ახლა ცესკოს თავმჯდომარეზე, ეს იქნება მედიიდან, ოპოზიციიდან თუ არასამთავრობო სექტორიდან და ვხედავთ, რომ არის სურვილი, ის რაღაცნაირად ჩამოეშორებინათ თავმჯდომარეობას და შემდეგ “ლელოს” ჩაეტარებინა არჩევნები. რომელ სამართლიანობაზეა საუბარი”, – ამბობს პაპუაშვილი.
ინფორმაციისთვის, დღეს პარლამენტში პრეზიდენტის მიერ საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე დადებულ ვეტოს დაძლევენ.