ზაირა არსენიშვილის შემოქმედებისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება
21 მარტს, 19:00 საათზე, ლიტერატურის მუზეუმში ზაირა არსენიშვილის შემოქმედებისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება. ორგანიზატორების ინფორმაციით, დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ: ლანა ღოღობერიძე და ზურაბ არსენიშვილი. საუბარს გაუძღვება ლიტერატურათმცოდნე ქეთი ჩართოლანი.
სცენარისტი და მწერალი ზაირა არსენიშვილი მკითხველთა ფართო წრემ გარდაცვალების შემდეგ გაიცნო. მისი რომანები, მოთხრობები და პიესები მე-20 საუკუნის საქართველოს ისტორიის გააზრებისა და საბჭოთა ტირანიაზე რეფლექსიისთვის ფუნდამენტური მხატვრული ნაწარმოებებია.
„სულაკაურის გამომცემლობამ“ 2019-2023 წლებში ზაირა არსენიშვილის ლიტერატურული შემოქმედება სრულად გამოსცა. მისი რომანები, კრებულები, და საბავშვო წიგნები გამოცემიდან მალევე იქცა ბესტსელერად.