ანრი ოხანაშვილი: ეს რეალურად წარმოადგენდა არა სალომე ზურაბიშვილის ვეტოს, არამედ ეს იყო „ნაცმოძრაობისა“ და რადიკალური ოპოზიციის ვეტო
მმართველი გუნდის წევრი, ანრი ოხანაშვილი პრეზიდენტის მიერ საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე დადებულ ვეტოს გამოეხმაურა.
,,მოვითხოვეთ, აეხსნათ, ევროკავშირის წევრ რომელ ქვეყანაშია იმის დაშვება შესაძლებელი, რომ ოპოზიციას შეუძლია საარჩევნო პროცესის ადმინისტრირება – პასუხი ამაზე არ არსებობს.
მოტივირებული შენიშვნების ნაცვლად, ყველა სხვა პოზიცია მოვისმინეთ. ეს რეალურად წარმოადგენდა არა სალომე ზურაბიშვილის ვეტოს, არამედ ეს იყო „ნაციონალური მოძრაობისა“ და რადიკალური ოპოზიციის ვეტო. ეს ინსტრუმენტი გამოიყენეს იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოხდეს არჩევნების დისკრედიტაცია“, – აღნიშნა ოხანაშვილმა.