ბექა ოდიშარია: პროპაგანდა, ჩვენს ოჯახებში შემოვარდნა, სოციალურ ქსელში ამ ვირუსის გაშვება, ამით ჩვენი დღევანდელობისა და მომავლის დაზიანება არ უნდა დაიშვას

არ მინდა, დავიჯერო, რომ დონორები უწყოდნენ, თუ რა ისწავლებოდა ამ სემინარზე – ეს ადამიანები ცდილობენ წინ აღუდგნენ იმ ინიციატივას, ერთხელ და სამუდამოდ აღკვეთს აგრესიულ, მავნე ლგბტ პროპაგანდას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით დეპუტატი „თბილისი პრაიდის“ ორგანიზებით სასტუმრო „ვილა მოსავალში“ ჩატარებულ სემინარს გამოეხმაურა.

მანვე აღნიშნა, რომ ლგბტ თემი თანასწორია ისევე, როგორც სხვა თემები, თუმცა, პროპაგანდა დაუშვებელია.

„ლგბტ თემი ისეთივე თანასწორია, როგორც სხვა დანარჩენი თემები სამოქალაქო თვალსაზრისით, მაგრამ პროპაგანდა, ჩვენს ოჯახებში შემოვარდნა, სოციალურ ქსელში ამ ვირუსის გაშვება, ამით ჩვენი დღევანდელობისა და მომავლის დაზიანება არ უნდა დაიშვას. ეს უნდა მოხდეს საკანონმდებლო დონეზე, ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალი სტანდარტის გათვალისწინებით“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები