ნატოს გენერალური მდივანი საქართველოში ოფიციალურ ვიზიტს დღეს დაასრულებს
ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი საქართველოში ოფიციალურ ვიზიტს დღეს დაასრულებს.
სტოლტენბერგი დღესვე თბილისიდან ერევანში გაემგზავრება.
ვიზიტის ფარგლებში, იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრემიერმინისტრს, ირაკლი კობახიძეს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი და ნატოში საქართველოს ელჩი.
მანვე შეხვედრა გამართა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან.