მამუკა მდინარაძე: ვგმობთ რუსეთის მიერ საარჩევნო უბნების საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე გახსნას, ეს არის საერთაშორისო სამართლის პრინციპების კიდევ ერთი უხეში დარღვევა

ვუერთდებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას და ვგმობთ რუსეთის ფედერაციის მხრიდან საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით საარჩევნო უბნების საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე გახსნას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მან უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან აღნიშნა, ეს არის საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების კიდევ ერთი უხეში დარღვევა.

„ჩვენ ვუერთდებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას და ვგმობთ რუსეთის ფედერაციის მხრიდან საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით საარჩევნო უბნების საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე გახსნას, რაც ოკუპანტი მხარის მიერ საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების კიდევ ერთი უხეში დარღვევა და შეურაცხმყოფელი ქმედებაა. დარღვევის ეს ხარისხი რაზე მიანიშნებს, ამას ალბათ ქართული და საერთაშორისო საზოგადოება კიდევ ერთხელ კარგად იაზრებს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები