იენს სტოლტენბერგი: ზოგიერთმა ქართველმა ჯარისკაცმა, ყველაზე დიდი საფასური გადაიხადა, მათ სიცოცხლე დაკარგეს ამ მისიაში ბრძოლისას – ეს არის რეალური დემონსტრირება თქვენი ჩვენდამი მხარდაჭერისა

ზოგიერთმა ქართველმა ჯარისკაცმა, ყველაზე დიდი საფასური გადაიხადა, მათ სიცოცხლე დაკარგეს ამ მისიაში ბრძოლისას. ეს არის რეალური დემონსტრირება თქვენი ჩვენდამი მხარდაჭერისა და ჩვენ უაღრესად მადლიერები ვართ, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა „ქრონიკასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ის პირადად შეხვდა საქართველოს სამხედრო პერსონალს ნატოს სხვადასხვა მისიაში.

„ისინი ყოველთვის ძალიან პროფესიონალები, კარგად გაწვრთნილები და სათანადოდ აღჭურვილები არიან. საქართველო არაერთ მისიაში დაგვეხმარა, მათ შორის ავღანეთში, სადაც ერთი გარკვეული პერიოდის განმავლობაში საქართველო ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრიბუტორი იყო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ჩვენს მისიაში. ზოგიერთმა ქართველმა ჯარისკაცმა, ყველაზე დიდი საფასური გადაიხადა, მათ სიცოცხლე დაკარგეს ამ მისიაში ბრძოლისას. ეს არის რეალური დემონსტრირება თქვენი ჩვენდამი მხარდაჭერისა და ჩვენ უაღრესად მადლიერები ვართ“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები