საარჩევნო ადმინისტრაციამ პარტიების წარმომადგენლებთან სასწავლო – საინფორმაციო შეხვედრები გამართა

საარჩევნო ადმინისტრაციამ პარტიების წარმომადგენლებთან სასწავლო – საინფორმაციო შეხვედრები გამართა, – ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებული საკანონმდებლო სიახლეები და პროცედურები, საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა, არსებული გამოცდილება და სამომავლო გეგმები – ეს ის საკითხებია, რომლის შესახებაც შეხვედრის მონაწილეებს ინფორმაცია მიეწოდათ. შეხვედრის ფარგლებში განხორციელდა საარჩევნო ელექტრონული აპარატურის დემონსტრირება. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ პირადად ენახათ, თუ როგორ მუშაობს ელექტრონული აპარატები.

ამჯერად შეხვედრებში მონაწილეობა იმ პარტიების წარმომადგენლებმა მიიღეს, რომლებიც წარმოდგენილი არიან საკანონმდებლო ორგანოში, ან იღებენ კანონით გათვალისწინებულ დაფინანსებას, ან ჰყავთ წევრი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.

17-18 მარტს გამართულ სასწავლო – საინფორმაციო შეხვედრებში მონაწილეობა საერთო ჯამში 700-მდე ადამიანმა მიიღო. აღნიშნული ტიპის შეხვედრები მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება და უფრო ფართომასშტაბიანი გახდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები