გურამ მაჭარაშვილი: რა თქმა უნდა, ჩვენ ეს ანტიევროპული ვეტო უნდა დავძლიოთ
“ხალხის ძალის” წევრი, გურამ მაჭარაშვილის მიიჩნევს, რომ საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო ანტიევროპულია და ის დაძლეულ უნდა იქნეს.
“გარდა იმისა, რომ ფორმალური პრეზიდენტისგან არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური შენიშვნები გვაქვს ხოლმე პარლამენტში, ახლა საერთოდ ექსკლუზივი აქვს პრეზიდენტს, რომ შენიშვნების ნაცვლად სავაჭრო ხელშეკრულება დადო პირდაპირ და თქვა – ოღონდ მე მიმაღებინეთ მონაწილეობა ცესკოს წევრების არჩევაში და თუ გინდათ, ნუ გაითვალისწინებთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებსო. აი, ამაზეც კი წავიდა სალომე ზურაბიშვილი. ასე რომ, რა თქმა უნდა, ჩვენ ეს ანტიევროპული ვეტო უნდა დავძლიოთ და მივიღოთ ევროპული კანონმდებლობა, როგორიც არის სხვა წამყვან ქვეყნებში“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.