ვიქტორ დოლიძე: სტოლტენბერგი არის საქართველოს ძლიერი მხარდამჭერი და მეგობარი, რომელიც მხარს გვიჭერს როგორც ჩვენი მისწრაფებების განხორციელებასა და სრულყოფაში

პირადად გენერალური მდივანი სტოლტენბერგი არის საქართველოს ძლიერი მხარდამჭერი და მეგობარი, რომელიც მხარს გვიჭერს როგორც ჩვენი მისწრაფებების განხორციელებასა და სრულყოფაში, ასევე რეფორმების გატარებაში, თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაში, – ამის შესახებ ნატო-ში საქართველოს ელჩმა, ვიქტორ დოლიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ქართული მხარე მადლობელია, რომ მსოფლიოში
მიმდინარე მღელვარე პროცესების პარალელურად ნატო-ს გენერალური მდივანი საქართველოში ჩამოდის.

„მან ძალიან კარგად იცის რეგიონი და ჩვენი ქვეყანა. ჩვენ მადლობელი ვართ, რომ ასეთ კრიტიკულ ვითარებაში, მსოფლიოში მიმდინარე მღელვარე პროცესების პარალელურად იგი ჩამობრძანდება საქართველოში და განვიხილავთ ჩვენი თანამშრომლობის საკითხების საკმაოდ ფართო სპექტრს“, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

ცნობისთვის, ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით დღეს ჩამოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები