ბექა ოდიშარია: ლატვია ყოველთვის იყო ჩვენი მყარი პარტნიორი, მეგობარი და ლობისტი ევროპულ სივრცეში
ლატვია ყოველთვის იყო ჩვენი მყარი პარტნიორი, მეგობარი და ლობისტი ევროპულ სივრცეში, – ამის შესახებ საპარლამენტო
უმრავლესობის დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც ლატვიის პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობის ჯგუფის წევრები შეხვედრებს მართავენ.
მისივე თქმით, ლატვია-საქართველოს მეგობრობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების ჭრილში.
„კარგად მოგეხსენებათ, თუ რა მნიშვნელოვანია ლატვია-საქართველოს მეგობრობა, განსაკუთრებით საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების ჭრილში. ლატვია ყოველთვის იყო ჩვენი მყარი პარტნიორი, მეგობარი და ლობისტი ევროპულ სივრცეში. შესაბამისად, ახლა დისკუსიები გაიმართება სწორედ ამ პრიზმაში. ჩვენ ვიმედოვნებთ, ისევე, როგორც უკანასკნელი ორი ათეული წლის განმავლობაში, ლატვია ძალიან აქტიურად იყო ჩართული ამ პროცესში, ახლაც განაგრძობს მყარად საქართველოს მხარდაჭერას“, – აღნიშნა ოდიშარიამ შეხვედრის შემდეგ.