მიხეილ სააკაშვილი: სტუდენტები მასობრივად ყიდულობენ ლობიანებს, რადგან ხაჭაპური 50 თეთრით უფრო ძვირი ღირს

სტუდენტები მასობრივად ყიდულობენ ლობიანებს, რადგან ხაჭაპური 50 თეთრით უფრო ძვირი ღირს,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სამოქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე ჩართვისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში 350 000 ადამიანი 800 ლარის ოდენობის ხელფასს იღებს.

„დააკვირდით, სტუდენტები მასობრივად ყიდულობენ ლობიანებს და არ ყიდულობენ ხაჭაპურებს, მარტივი მიზეზის გამო – ხაჭაპური ღირს 50 თეთრით უფრო ძვირი, ვიდრე ლობიანი. ასეთი ისტორიებისგან შედგება დღეს ჩვენი ცხოვრება“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები