თეონა აქუბარდია – სტოლტენბერგის ვიზიტზე: ეს კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ ნატოსთვის მნიშვნელოვანია ჩვენს რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობა

ოპოზიციონერი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას შეფასებით, იენს სტოლტენბერგის საქართველოში ვიზიტი კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ ნატოსთვის რეგიონში მშვიდობის შენარჩუნება მნიშვნელოვანია.

“ეს კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ ნატოსთვის მნიშვნელოვანია ჩვენს რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობა. ყველაფერი დამოკიდებული არის საქართველოს მთავრობასა და უმრავლესობაზე, რამდენად შევძლებთ ჩვენ, რომ ნატოს საიუბილეო სამიტამდე, დემოკრატიული რეფორმების წინსვლით შევძლოთ ნატოს გაწევრიანების გზაზე პოლიტიკური უპირატესობების მოპოვება, მათ შორის, მაპის საჭიროებით, როგორც ეს უკრაინამ შეძლო”, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები