ირაკლი ბერაია: სტოლტენბერგის ვიზიტი არის მკაფიო პოლიტიკური მხარდაჭერის გამოხატულება ჩვენი ქვეყნის მისამართით

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას შეფასებით, ნატოს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტი ჩვენი ქვეყნისადმი მკაფიო პოლიტიკური მხარდაჭერაა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება კვლავ იქნება მკაფიო და პირდაპირი მის გზავნილებში.

“სტოლტენბერგის ვიზიტი არის მკაფიო პოლიტიკური მხარდაჭერის გამოხატულება ჩვენი ქვეყნის მისამართით, ისევე, როგორც საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის წარმატების აღიარება და ხაზგასმა ამ პროცესის მხარდაჭერის შემდგომი გაძლიერების მზაობა, რაც, რა თქმა უნდა, არის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, როგორც უსაფრთხოების გაუარესებული გარემოს ფონზე, ასევე ვაშინგტონის მოახლოებული სამიტის წინ. რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლება კვლავ იქნება მკაფიო და პირდაპირი მის გზავნილებში”, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

ინფორმაციისთვის, დღეს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ნატოს გენერალური მდივანი – იენს სტოლტენბერგი ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში, მას დაგეგმილი აქვს შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერმინისტრთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები