ბექა ოდიშარია: ჩვენ მივიღებთ იმ კანონს, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ წინ აღუდგება ამ ძალიან სახიფათო პროპაგანდას
“ლგბტ თემი არის ისეთივე თანასწორი სამოქალაქო თვალსაზრისით, როგორც ნებისმიერი სხვა, მაგრამ როდესაც საქმე ეხება აქტიურ და აგრესიულ პროპაგანდას, არ მოხდება ეგ ამბავი”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.
მისივე თქმით, მიღებულ იქნება კანონი, რომელიც სახიფათო პროპაგანდას წინ აღუდგება.
“მე მაინტერესებს ვინ არის დონორი, ვინც მესამე დღეა, ალბათ მეოთხეც იქნება და მეხუთეც, ავარჯიშებს მათ, რომ ქართული ეროვნული ინტერესებიდან და ჩვენი რელიგიური გრძნობებიდან გამომდინარე, საზოგადოების მოთხოვნიდან გამომდინარე მისაღები კანონი მონათლონ რუსულ კანონად.
ლგბტ თემი არის ისეთივე თანასწორი სამოქალაქო თვალსაზრისით, როგორც ნებისმიერი სხვა, მაგრამ როდესაც საქმე ეხება აქტიურ და აგრესიულ პროპაგანდას, არ მოხდება ეგ ამბავი. ჩვენ მივიღებთ იმ კანონს, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ, ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალი სტანდარტით, წინ აღუდგება ამ ძალიან სახიფათო პროპაგანდას“, – აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.