ბექა ოდიშარია: მერვე თუ მეცხრე არჩევნებია „ნაცმოძრაობას“ თავისი ანასხლეტებიანად ბეჭებზე ვდებთ, არანაირი გაყალბება არ გვჭირდება
“მერვე, თუ მეცხრე არჩევნებია „ნაცმოძრაობას“ თავისი ანასხლეტებიანად ბეჭებზე ვდებთ. არანაირი გაყალბება არ გვჭირდება „ქართულ ოცნებას“ იმისთვის, რომ ეს მავნებლები და ხელმოცარულები დავამარცხოთ”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის უბრალო შტაბის ხელმძღვანელად გადაიქცა.
„ღრმა წუხილს გამოვხატავ, რომ ჩვენ მიერ არჩეული ზეპარტიული პრეზიდენტი მავნებელი ოპოზიციის უბრალო შტაბის ხელმძღვანელად გადაიქცა. საკუთარი განცხადებებით ამას ყოველდღე ამყარებს. ჩვენ, ყოველგვარი გაყალბების გარეშე უკვე მერამდენე არჩევნებია, თვლაც კი გაჭირდა, მერვე, თუ მეცხრე არჩევნებია „ნაცმოძრაობას“ თავისი ანასხლეტებიანად ბეჭებზე ვდებთ. არანაირი გაყალბება არ გვჭირდება „ქართულ ოცნებას“ იმისთვის, რომ ეს მავნებლები და ხელმოცარულები დავამარცხოთ. ზურაბიშვილს მოვუწოდებდი, სახე შეინარჩუნოს და რაიმენაირად საკუთარი ვადის ამოწურვამდე თავი მიიტანოს მოჩვენებით მაინც ისეთ პრეზიდენტად, როგორც აირჩია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა“,-აღნიშნა ოდიშარიამ.