ბექა ოდიშარია: მივესალმებით ნატოს გენერალური მდივნის სტუმრობას საქართველოში

მმართველი გუნდის წევრი ბექა ოდიშარია ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ვიზიტს ეხმაურება, რომელიც საქართველოს ხვალ ეწვევა.

“ჩვენ მივესალმებით გენერალური მდივნის სტუმრობას საქართველოში, მით უმეტეს, მიგვაჩნია, რომ ჩვენ დავიმსახურეთ ყურადღებაც და გარკვეული რეზულტატიც, რადგან საქართველო არის პირნათელი პარტნიორი, საქართველომ შეასრულა ყველა ვალდებულება თავსებადობასთან დაკავშირებით”, – აღნიშნა ოდიშარიამ.

ცნობისთვის, ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი საქართველოს 18 მარტს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები