თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა თეიმურაზ ვეფხვაძე და ლეგენდარული ანსამბლი „ქართული ხმები“ უნივერსიტეტის ოქროს მედლით დააჯილდოვა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ პროფესორი თეიმურაზ ვეფხვაძე და ლეგენდარული ანსამბლი „ქართული ხმები“ უნივერსიტეტის ოქროს მედლით დააჯილდოვა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით, თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორს, თეიმურაზ ვეფხვაძეს უნივერსიტეტის ოქროს მედალი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხანგრძლივი და ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობისათვის გადაეცა. ხოლო, ლეგენდარული ანსამბლი „ქართული ხმები“ უნივერსიტეტის ოქროს მედლით ქართული სასიმღერო ხელოვნების განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მჭიდრო კულტურულ-შემოქმედებითი ურთიერთობის გაღრმავებაში შეტანილი წვლილისათვის დააჯილდოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები