გია ვოლსკი: გვარამიამ ვერ დამალა ის, რომ ამ გაერთიანებაში თავი ლიდერად მიაჩნია და ნიკა მელია პიროვნულადაც საკმაოდ სერიოზულად დაამცირა
ნიკა გვარამიამ ვერ დამალა ის, რომ თავი მიაჩნია ლიდერად ამ გაერთიანებაში, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც ნიკა მელიას შესახებ ნიკა გვარამიას მიერ ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში გაკეთებული განცხადებები შეაფასა.
„მე ვფიქრობ, გვარამიამ პიროვნულადაც საკმაოდ სერიოზულად დაამცირა თავისი ახლად შეძენილი მოკავშირე. არც მელიას აკლია უტიფრობა, მაგრამ იგი უძლური იყო, შეეწყვიტა მის მიმართ ასეთი მონათმფლობელური დამოკიდებულების გამოვლინება“, – აღნიშნა ვოლსკიმ.