ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი საქართველოს 18 მარტს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ავრცელებს.
მათივე ცნობით, სტოლტენბერგი 17 მარტს ბაქოში ჩავა, სადაც ის აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდება.
18 მარტს ნატოს გენერალური მდივანი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრთან, გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვთან დისკუსიას გამართავს.
იმავე დღეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელი თბილისში გაემგზავრება, სადაც ის საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს შეხვდება.
ვიზიტის ბოლოს, 19 მარტს სტოლტენბერგი ერევანში გაემგზავრება და შეხვედრებს სომხეთის პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანთან და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან გამართავს.