დავით მათიკაშვილი: პრემიერის აზერბაიჯანში ვიზიტის მიზანი ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაა

პრემიერს აზერბაიჯანში ექნება მაღალი დონის შეხვედრები, სადაც განიხილება ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობა, ასევე, განიხილება საქართველოსა და აზერბაიჯანის განსაკუთრებული როლი მსოფლიო ეკონომიკის ჭრილში, რომელიც ბოლო პერიოდში მიმდინარე სხვადასხვა მოვლენების ფონზე განსაკუთრებით გამოიკვეთა,- ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პრემიერის აზერბაიჯანში ვიზიტის მიზანი და დანიშნულებაც სწორედ ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაა.

“შუა დერეფანი არის იმდენად მნიშვნელოვანი პროექტი, რომ მას გააჩნია განსაკუთრებული დატვირთვა და გავლენა არა მხოლოდ საქართველოს, აზერბაიჯანის, თურქეთისა და სხვა მონაწილე ქვეყნების ეკონომიკაზე, არამედ მსოფლიო ეკონომიკაზე. ევროკავშირი განსაკუთრებით არის დაინტერესებული ამ დერეფნის სრული მასშტაბით ამოქმედებით, რაშიც საქართველოსა და აზერბაიჯანის როლი არის უმნიშვნელოვანესი, შესაბამისად, პრემიერის აზერბაიჯანში ვიზიტის მიზანი და დანიშნულებაც სწორედ ორ ქვეყანას შორის არსებული ძალიან მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებასთან ერთად წარმოადგენს იმ ეკონომიკური კავშირებისა და შუა დერეფნის პროექტების განხორციელების პერსპექტივების გაღრმავებასა და გაზრდას, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი რეგიონის, საქართველოს, აზერბაიჯანისა და ზოგადად, ეკონომიკის კუთხით, მსოფლიოში არსებული პრობლემების დაძლევას. ეს არის ის მოცემულობა, რომელიც საქართველომ უნდა გამოიყენოს ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის საკეთილდღეოდ“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა “ქრონიკის” ეთერში.

ცნობისთვის, 16 მარტს პრემიერმინისტრი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები