ილია დარჩიაშვილი – სტოლტენბერგის ვიზიტზე: ეს არის აღიარება, რომ საქართველო ალიანსის ძალიან ღირებული და სანდო პარტნიორია
საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ნატოს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტი არის მნიშვნელოვანი და ძლიერ გზავნილი, რომ საქართველო ნატოს ღირებული და საიმედო პარტნიორია.
„ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ იმისთვის, რომ ჩვენი საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტების განხორციელებისა და იმპლემენტაციის პროცესში გვქონდეს მაღალი დინამიკა. გენერალური მდივნის ვიზიტი ეს არის ძალიან ძლიერი გზავნილი, ეს არის ის აღიარება, რომ საქართველო ალიანსის ძალიან ღირებული და სანდო პარტნიორია. ეს სწორედ გამოხატულებაა იმის, რომ ეს ნდობა და აღიარება თავად ალიანსისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია და ეს ვიზიტი, რა თქმა უნდა, მოიტანს დამატებით აქტივობებს, დამატებით ჩართულობას“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს უახლოეს ხანში ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ეწვევა.